logo
ENG



"არა რუსულ კანონს!" - რუსთაველზე აქცია მიმდინარეობს

30 აპრ 202420:40
3 წუთის საკითხავი
 
ფორმულა/ლანა მრავლაძე

"არა რუსულ კანონს! კი ევროპას!" - პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.

პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვის პარალელურად, მოქალაქეები შეკრებილები არიან როგორც პარლამენტის წინა, ასევე უკანა ტერიტორიაზე.

ამ წუთებში, მოქალაქეები ცდილობენ პარლამენტს წრე შემოარტყან, თუმცა პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს. ადგილზე დაძაბული ვითარებაა. 

რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეზღუდულია. 

აქციის ორგანიზატორები არიან ტალღა, მწვანეები, ჯიუტი, კარი და სტუდენტები ევროპული მომასვლისთვის.

ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სხდომაზე თქვა, რომ რუსულ კანონს მეორე მოსმენით კენჭს დღეს არ უყრიან და განხილვა ხვალაც გაგრძელდება.

გუშინ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. განხილვაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გააძევა.


close დახურვა